აქტივობები

GEF SGP პროექტი „საქართველოში ბიომასის პოპულარიზაცია“

GEF-SGP-ის (გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი - მცირე გრანტების პროგრამა) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ბიომასის ასოციაცია განახორციელებს პროექტს ბიომასის შესახებ საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში: დუშეთსა და თიანეთში.

პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ბიო საწვავის, როგორც ტყიდან და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებიდან მიღებული ალტერნატიული მდგრადი სათბობი საწვავის, ხელშეწყობას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში. ასევე, მისი მიზანია რეგიონში განახლებადი ენერგიის, როგორც კლიმატის ცვლილების ეფექტებთან ბრძოლის საშუალების, შესახებ ცნობიერების და ინტერესის ამაღლება, საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდისთვის.

პროექტის ძირითადი შედეგები:

შედეგი 1: სკოლა-ინტერნატში  ბიომასის წვისთვის ეფექტიანი სათბობი სისტემების გაცნობა/განახლება უკვე გამზადებული და მდგრადი ბიო საწვავის გამოყენებით.

შედეგი 2: ბიომასის სექტორში გაზრიდლი სახელმწიფო პოტენციალი, მდგრადობის და სამომავლო რეპლიკაციის უზრუნველყოფა

შედეგი 3: გაზრდილი ცნობიერება და მიმღებლობა, განახლებადი ენერგიის სარგებლოანობის ხელშეწყობა და პროექტის შედეგების ხილვადობის უზრუნველყოფა