ბიოგაზი

ბიოგაზი წარმოიქმნება ბიომასაში მეთანის დუღილის შედეგად. ბიოგაზი წარმოადგენს სხვადასხვა აირების ნაკრებს. მისი ძირითადი შემედგენელი კომპონენტებია მეთანი და ნახშირორჟანგი. ბიომასის ლპობა ხდება მეთანოგენების კლასის ბაქტერიების გავლენით. ეს არის გაზისებრი (აირადი) პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება უჟანგბადო გარემოში, სხვადასხვა წარმოშობის ორგანული ნივთიერებების ფერმენტაციისას. ნებისმიერ სოფლის მეურნეობაში მთელი წლის განმავლობაში გროვდება ცხოველური, მცენარეული და სხვადასხვა სახის ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებსაც ჩვეულებრივ, ფერმენტაციის (დაწვის) შემდეგ, გამოიყენებენ როგორც ორგანულ სასუქს. ადამიანების მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა თუ იცის რა რაოდენობის თბური ენერგია და ბიოგაზი გამოიყოფა ფერმენტაციის პროცესში. ასევე ის, რომ ამ ენერგიის გამოყენება შესაძლებელია ადამიანების სასარგებლოდ. აირადი ბიოსაწვავი გამოიყენება წარმოებაში ელექტროენერგიის ან სითბოს მისაღებად, ასევე მანქანის საწვავად. ერთი კუბური მეტრი ბიოგაზი, რომელიც 60% მეთანს შეიცავს წვისას გარდაიქმნება 6,7კვსთ სითბურ ენერგიად. ამ სითბოს ტრანსპორტირება შეიძლება წყლის გაცხელებით და მისი ტრანსპორტირებით. თუკი ბიოგაზით ვაწარმოებთ ელექტროენერგიას, მისი ტრანსპორტირება უფრო ადვილია, რადგან ელექტროენერგიის პირდაპირ გადაცემა შეიძლება საჭიროების ადგილზე.