ჩვენ შესახებ

საქართველოს ბიომასის ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლის მარტში ოფიციალურად დაარსდა გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პროექტის „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ ხელშეწყობით.

ასოციაციის მისია:

შექმნას საერთო და ეფექტური პლატფორმა თანამშრომლობისთვის, საქართველოში ბიომასის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლისთვის, რათა მთავრობასა და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის გზით ხელი შეეწყოს ბიომასის გამოყენებას, ასევე, უზრუნველყოფილ იქნას ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და ბიომასის ბაზრის დაჩქარებული განვითარება.

ასოციაციის ხედვა:

საქართველოს ბიომასის ასოციაცია მიჩნეული იქნება წამყვან ორგანიზაციად ბიომასის თემატიკაზე საქართველოში, რომელიც მორგებულია მუდმივად გაფართოვებადი წევრთა ბაზის მრავალფეროვან საჭიროებებსა და სტრუქტურაზე. 

მიზნები:

ასოციაციის მიზნებია მისი წევრების ინტერესების კოორდინაცია, წარმოდგენა, ინფორმაციის გავრცელება, ლობირება და ხელშეწყობა. უფრო კონკრეტულად კი:

  • წევრობის და გარანტირებული დაფინანსების მიღწევა, რომელიც ასოციაციას განავითარებს, როგორც საქართველოში ბიომასის ინდუსტრიაში აქტიური ყველა ბიზნესის წარმომადგენელ წამყვან ორგანიზაციას.
  • ბიომასის გამოყენების ხელშეწყობა
  • ბიომასის ინდუსტრიის მთლიანობის (integrity) და სანდოობის შექმნა და ხელშეწყობა საბოლოო მომხმარებლების, მომწოდებლებისა და მთავრობისთვის საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებულ სტანდარტებთან მორგების გზით.
  • წევრებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა
  • მომწოდებლებისთვის წევრობაზე წვდომის უზრუნველყოფა
  • წევრების ხელმძღვანელობით ინდუსტრიის რეპრეზენტაციისა და ლობირების წახალისება და უზრუნველყოფა.
  • ხარისხის კონტროლის და წევრების აკრედიტაციის მონიტორინგი