კომპანიები

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო

არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტო დაფუძნდა 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ორგანიზაციის წევრები არიან 1200 ფიზიკური პირი და 74 იურიდიული პირი. მისია: ხელი შეუწყოს სასოფლო თემების მდგრად განვითარებას და ჩამოყალიბებას, ადგილზე არსებული ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებით თემის თითოეული წევრის, ოჯახის შესაძლებლობების გაფართოებას, ამასთან საშუალება მისცეს მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საკუთარ განვითარებაში. ვებ-საიტზე გადასვლა

ვუდ სერვისი

შ.პ.ს. ვუდ სერვისი დაარსდა 1999 წელს ქ. თბილისში. 2006 წელს კომპანიამ საქართველოსთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიის – მაღალი წნევით გაჟღენთვის მეთოდით ხის გრძელვადიანი კონსერვაციის დანერგვა დაიწყო. საწყის ეტაპზე ბაზარზე არსებული უნდობლობის მიუხედავად ამ ტექნოლოგიის კონსერვაციის შესაძლებლობებმა საშუალება მისცა კომპანიას განეხორციელებინა გარემოსდაცვითი მნიშვნელობის ბევრი პროექტი, სადაც აქტუალური იყო გარემოზე ზეგავლენის შემცირება (ეროვნული პარკები, დაცული ტერიტორიები და სხვ.)კომპანია ვუდ სერვისის ძირითად მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სამშენებლო ინოვაციების და მოწინავე ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა საქართველოს ბაზარზე და იგი მომავალშიც არაერთ სიახლეს შესთავაზებს როგორც საქართველოში, ასევე მეზობელი ქვეყნებში მოღვაწე მშენებლებს, არქიტექტორებს, კონსტრუქტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ვებ-საიტზე გადასვლა