მიზანი

ბიომასა, როგორც ენერგიის განახლებადი წყარო, სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განვითარებულ ქვეყნებში. თანამედროვე ბიოსაწვავის გამოყენება გათბობისა და ტრანსპორტის სექტორში იზრდება და ამ ტენდენციის შემდგომი გაღრმავება ევროკავშირის ეთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 

ბიომასის ენერგიის გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს საქართველოშიც, თუმცა ინფორმაცია ბიომასის წყაროების, ტექნოლოგიების, რეგულაციებისა თუ სტანდარტების შესახებ სისტემური სახით ნაკლებად ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის. საიტის მიზანია ბიომასის მდგრადი ენერგეტიკული მოხმარების პოპულარიზაცია ბიზნესებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის საჭრო ინფორმაციის მიწოდებით.

ვებ გვერდზე თავმოყრილა ინფორმაცია ბიომასის წყაროების, პოტენციალისა და გამოყენების თავისებურებების შესახებ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინტერესო მაგალითების აღწერა, რეგულაციების, სტანდარტებისა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა, სიახლეები და ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების შესახებ, რაც დაეხმარება  მკვლევარებს, ინვესტორებს, დონორებსა თუ ჩვეულებრივ მოსახლეობას მიიღონ მათთვის საინტერესო და სასურველი ინფორმაცია ბიომასის ენერგეტიკული მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვებ გვერდის გრძლევადიანი პერსპექტივაა გახდეს პლატფორმა  და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის წყარო ბიოენერგიის განვითარებით დაინტერსებული მხარეებისათვის, ამიტომ სიამოვნებით განიხილება წინადადებები თანამშრომლობის შესახებ ამ დარგში მომუშავე ორგანიზაციებსა და ბიზნესებთან.