ნარჩენები

საკვების ნარჩენები

ნარჩენები წარმოიქმნება წარმოების ყველა დონეზე, კვების მიწოდების ჯაჭვზე, დაწყებული თავდაპირველი წარმოებიდან, გადამუშავებიდან, შენახვისა და დისტრიბუციიდან, დამთავრებული სასტუმროების, რესტორნებისა და ინდივიდუალური სახლების მიერ მოხმარებული ნარჩენებით. უფრო კონკრეტულად, ნაჩენების მიღების რამდენიმე წყარო შეიძლება დავასახელოთ:

 

  • საკვები მასალა მუშავდება გარკვეულ დონეზე, რათა მოშორებულ იქნას ის კომპონენტები, რომლებიც უვარგისი ან არასაჭიროა, მაგალითად კანი, ჩერჩო, გარე ნაწილი და შიგთავსი, ქვები, მარცვლები ა.შ.
  • ბევრი წარმოებული საკვები და სასმელი, მათ შორის ლუდი, ვისკი და ღვინო, ყველი და სხვა რძის პროდუქცია წარმოშობს ორგანული ნარჩენების დიდ რაოდენობას. დადგენილია, რომ ინგრედიენტების 92%, რაც გამოიყენება ლუდხარშვის დროს, საბოლოო ჯამში ნარჩენებად გადაიქცევა, უმეტესწილად, გამოყენებული მარცვლები.
  • საკვების მომზადებისას, როგორც კომერციული, ისევე საშინაო მასშტაბით, ნარჩენები, ზეთი და საკვები, რომელიც გამოიყო, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოების მიზნებდან გამომდინარე, ან იმიტომ რომ დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს.

საკვების ნარჩენები შეიძლება დავყოთ მშრალ და სველ ნარჩენებად, თუმცა მათი უმეტესობა ტენიანობის მაღალი დონით გამოირჩევა.