სიახლეები

საჯარო დისკუსია საქართველოში ბიომასის ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით .

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე, პროექტის თანათავმჯდომარემ მაია ბითაძემ მიმართა.

შეხვედრა ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ბიომასების ეფექტური გამოყენების თემაზე სხვადასხვა რეკომენდაციები წარმოადგინეს. ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დისკუსიები, რეკომენდაციების შემუშავება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრის (SFPA), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან თანამშრომლობით, Slovak-Aid-ისა და ,,ევროპის ფონდის“ ფინანსური ხელშეწყობით ტარდება.

სამუშაო შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართველი ექსპერტი: ნატალია შათირიშვილი, წამყვანი მკლევარი, ანალიტიკური ცენტრი "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის"
სლოვაკი ექსპერტი: სტეფან სმრეკოვსკი, დირექტორი, Datatherm