სიახლეები

საგრანტო კონკურსი თანადაფინანსებაზე

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ 2015 წლის 31 აგვისტოდან იწყებს ახალ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც მოახდენს საქართველოში ბიოსაწვავის საწარმოების დაფუძნების ხარჯების თანადაფინანსებას, მაქსიმუმ 75%-ის ოდენობით. თანადაფინანსების მისაღებად ჩატარდება კონკურსი. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მთელი საქართველოს მასშტაბით გამართულ შეხვედრებს დაესწრონ. შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დაურიგდებათ კონკურსში მონაწილეობის განაცხადის ფორმები.  შევსებული განაცხადის ფორმების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამავე ვებ გვერდზე ბმულში „ბიომასა საქართველო“ > „პროექტები“, ან Facebook გვერდი: ბიოსაწვავი საქართველო