პროექტები

ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით,  დაიწყეს ახალი პროექტი - „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს შექმნას ენერგიის ახალი, განახლებადი წყარო ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებით. ამ მიზნით მოხდება ბიომასის საწვავის საწარმოებისა და მუნიციპალური შენობების მიერ მოხმარების თანადაფინანსება. UNDP-ს მხრიდან საწარმოების თანადაფინანსების მაქსიმალური წილია 75%. თანადაფინანსების მისაღებად, ჩატარდება კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი გეგმა: მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა დაინტერესებულ პირთან ჩატარდება შეხვედრები. პროექტით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ გაესაუბრონ პროექტის ექსპერტებს და პასუხი მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე;შეხვედრის დასრულებისთანავე, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს და გამოიგზავნოს კონკურსის ორგანიზატორებთან 12 ოქტომბრამდე;განაცხადის ფორმების განხილვის შემდეგ, მოხდება მეორე ეტაპზე გადასული პირების გამოვლენა. მათ დაევალებათ დეტალური ბიზნეს გეგმის შემუშავება და წარდგენა. ბიზნეს გეგმის შედგენის დროს მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კონსულტაცია დარგის ექსპერტთან;წარდგენილი ბიზნეს გეგმები განიხილება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, რომელიც გამოავლენს ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს. გამარჯვებული პირი მიიღებს თანადაფინანსების თანხას 2015 წლის ბოლომდე.   რეგიონებში ექსპერტებთან შეხვედრების განრიგის, პროექტის დეტალების და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ Facebook გვერდს ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: Facebook გვერდი: ბიოსაწვავი საქართველო ტელეფონის ნომერი: 032 2 377307 ექსპერტების ტელეფონის ნომრები: ექსპერტი ლევან გოგოლაძე - 599 780067 ექსპერტი უჩა ჯანელიძე - 593 138138 ექსპერტი ბექა დალაქიშვილი - 577 546655 ვებ-საიტზე გადასვლა

ენერგოკრედიტი

ენერგოკრედიტი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამას, რომლის მიზანია მდგრადი ენერგო პროექტების განვითარება საქართველოში. ენერგოკრედიტის საშუალებით EBRD-მა უზრუნველყო 125 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისათვის კავკასიის რეგიონში, როგორც ადგილობრივი ბიზნესების, ასევე ინდივიდუალური პირებისათვის ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერტო პროექტების დასაფინანსებლად. ამ სახსრების მეშვეობით, პროგრამის მიზანია ენერგო ეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისათვის შესაბამისი უნარების/გამოცდილების გადაცემა მდგრადი ენერგო დაფინანსების სფეროში. ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფინანსური რესურსისა და ევრობანკის აქციონერთა სპეციალური ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის წყალობით, წარმატებული პროექტები და გარემოზე ორიენტირებული ინვესტიციები დაფინანსდება 10-15%-იანი სუბსიდიით სესხის თანხაზე. გარდა ამისა, მაღალი დონის ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც ფინანსდება ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ,  უზრუნველყოფილია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. ტიპიური განახლებადი ენერგოინვესტიციები მოიცავს:  ბიომასის წვის სისტემები თბური და/ან ელექტრული ენერგიის წარმოებისათვის;ბიოგაზის გენერირება: მხოლოდ სითბო, კომბინირებული სითბოსა და ენერგიის პუნქტებიგეოთერმული სითბოს ტუმბოებიბუნებრივი ჩამონადენის გამოყენების სქემით მომუშავე ჰიდროელექტრო სადგურები (არაუმეტეს 10 მგვტ) ვებ-საიტზე გადასვლა

RERAM

RERAM აუმჯობესებს რესურსების ეფექტიანობასა და სატყეო სექტორის ნედლი მასალის მოხმარებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ ქვეყნებში, კვლევასა და ინოვაციას შორის ხარვეზების აღმოფხვრის გზით, რასაც აღწევს ადგილობრივი მეწარმეებისათვის, მკვლევარებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ეფექტური საგანმანათლებლო მხარდაჭერის აღმოჩენით. ვებ-საიტზე გადასვლა