რა არის ბიომასა?

ბიომასა ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტი ან ნარჩენია რომელიც მიიღება სოფლის მეურნეობის (მცენარეული და ცხოველური), სატყეო და მონათესავე მრეწველობებებიდან (მეთევზეობის ჩათვლით) და ინდუსტრიული/მუნიციპალური ნარჩენებისგან.

ბიომასოს ხუთი ძირითადი წყაროა:

  • ხე - სატყეო მეურნეობიდან ან გადამამუშავებელიწარმოებიდან
  • ენერგეტიკული მცენარეები - მაღალი მოსავლიანობის მქონე მცენარეები, რომლებიც ითესება სპეციალურად ენერგეტიკული გამოყენებისათვის.
  • სოფლის მეურნეობის ნარჩენები - სხვადასხვა კულტურის ნარჩენი.
  • საკვების ნარჩენები  - საკვების წარმოების და გამოყენების დროს მიღებული ნარჩენები.
  • ინდუსტრიული ნარჩენები

ამ ხუთი წყაროდან მიიღება 3 სახის ბიოსაწვავი

  • მყარი საწვავი-შეშა (პელეტი, ბრიკეტი)
  • აირადი ბიოსაწვავი - ბიოგაზი
  • თხევადი ბიოსაწვავი - ეთანოლი და ბიოდიზელი

 

ბიომასის ენერგია

 

ბიომასის ენერგია მზის ენერგიაა. წლის განმავლობაში დედამიწის ზედაპირი მზისგან 3.8x1024 J ენერგიას იღებს, ამ ენერგიის 0.1%-ს ფოტოსინთეზის კი საშუალებით მცენარეები გარდაქმნიან, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებელი 6 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ადამიანების მიერ ერთ წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგია.

წიაღისეული საწვავი, როგორიცაა ნავთობი, ქვანახშირი, გაზი, ასევე იმ ბიოლოგიური ორგანიზმებისგანაა მიღებული რომელმაც ნახშირორჟანგი (CO2) ატმოსფეროდან მრავალი მილიონი წლის წინ შთანთქა და მას შემდეგ მისი მატარებელია. როგორც საწვავს, მათ მაღალი ენერგეტიკული შემცველობა აქვთ, თუმცა ამ ენერგიის გამოყენება გულისხმობს წვის პროცესს, რომლის დროსაც დაგროვილი CO2-ის გაფრქვევები ხდება და თუ იგი შესაბამისი ტექნიკითა და მეთოდოლოგიით არ არის გაუვნებელყოფილი, გარემოს დაბინძურების დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან წვის დროს გაფრქვეული ნივთიერებები მილიონობით წლის წინ იზოლირებულ ნახშირორჟანგს ათავისუფლებს ატმოსფეროში და, შესაბამისად, ზრდის CO2-ის კონცენტრაციას.

ძირითადი განსხვავება ბიომასასა და წიაღისეულ საწვავს შორის დროის მასშტაბშია. მცენარეული ბიომასა შთანთქავს ნახშირორჟანგს ზრდის პროცესში და გამოყოფს მას წვისას. შედეგად ვიღებთ დახურულ ციკლს, რომლის დროსაც დამატებით რაოდენობის CO2-ის გაფრქვევა არ ხდება. მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით ძველი ბიომასის წვის პარალელურად ახლის დარგვა და ზრდა ხდება, ამიტომაც არის ბიომასა განახლებადი და წიაღისეული საწვავი-არაგანახლებადი ენერგიის წყარო. 

 

რატომ არის განახლებადი ენერგია მნიშვნელოვანი?

 

კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC) მიხედვით, ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დედამიწის ზედაპირის ტემპერატურამ 0.6 გრადუსით მოიმატა ხოლო 1990-იანი წლები იყო ყველაზე თბილი წლები. მეცნიერების მტკიცებით, ცივილიზაციის დასაწყისიდან, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილება მერყეობს ერთ გრადუსიან ნიშნულში, თუმცა მანამდე უფრო დიდი რყევები იყო. IPCC -ის პროგნოზის მიხედვით კი 2100 წლისთვის ტემპერატურა მოიმატებს 1.4 დან 5.8 გრადუსამდე. ტემპერატურის მატების შედეგად ივარაუდება ზღვის დონის აწევა, ოკეანეების გაფართოება და პოლარული ყინულის დნობა. მეოცე საუკენის მიწურულს, ზღვის დონემ 10–დან 20 სანტიმეტრამდე აიწია. 2100 წლისთვის კი შესაძლოა ამ მაჩვენებელმა  88 სანტიმეტრს მიაღწიოს. მეცნიერების უმეტესობას სჯერა, რომ ამ დათბობის მიზეზია სათბური გაზების, კონკრეტულად კი CO2-ის კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში. ეს ზრდა კი ადამიანური საქმიანობით განპირობებულად, ინდუსტრიალიზაციის შედეგად მიიჩნევა. შესაბამისად,  გლობალური დათბობის მიზეზი ადამიანური საქმიანობით გამოწვეული აქტივობებია.

ამ პირობებში, განახლებადი ენერგიის წყაროები: მზის, ქარის, ბიომასის, წყლის, გეოთერმული ენერგია განსაკუთრებით აქტუალური ხდება, რადგან მიჩნეულია, რომ მათგან ენერგიის წარმოება გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე არის შესაძლებელი და, შესაბამისად, სუფთა ენერგიის წყაროებია. 

ბიომასას ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შემდეგი მიზეზების გამო:

  • არის განახლებადი ენერგიის წყარო
  • დამახასიათებელია ნახშირორჟანგის მოკლე ციკლი და მიიჩნევა, რომ არ ახდენს ატმოსფეროში ზედმეტი CO2 -ის გაფრქვევას
  • არა აქვს დამატებითი სათბური გაზის ეფექტი
  • ბიოსაწვავის გამოყენებას შეუძლია შეამციროს უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულება, რადგან ერთადერთი განახლებადი საწვავია, რომლის ტრანსპორტირებაც შესაძლებელია
  • ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას