შეგროვების ტექნოლოგია

ხე-ტყის ნარჩენები

ტყეებში ხის ნარჩენების დაგროვება მიმდინარეობს მუდმივად, ხე-ტყის ჭრის პროცესში.  აღნიშნული ნარჩენები შეიძლება შეგროვდეს, გახმობილ და გამოყენებულ იქნას საწვავ მასალად. 
ტყეკაფის პირობებში ხის ნარჩენების შეგროვება შესაძლებელია ფორვარდერის ტიპის მანქანის საშუალებით, რომელიც სქემატურად წარმოდგენილია ნახ. 1-ზე. გაკაფვის ზოლში მოძრაობისას, ის აგროვებს პატარა ხეებს და ხის ნარჩენებს ჰიდრავლიკური მანიპულატორი 3-ის საშუალებით, რომლის წვდომის რადიუსი 10 მეტრზე მეტია. მანიპულატორი აწყობს ხეებს სატვირთო პლატფორმაზე 5, ხოლო ნარჩენებს - მოხსნად ცხაურზე 6.

 

 

 

 

 

 

ნახ. 1             

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შექმნილია ხის ჩიპსების (ნაფოტების) მწარმოებელი მექანიკური დამაპობელი მანქანები, რომლის ერთ-ერთი ნიმუშიც წარმოდგენილია სურ. 2-ზე. ასეთი მანქანის მიერ დაქუცმაცებული ხის მასალა ადვილად ექვემდებარება გამოშრობას, რის შემდეგაც გამოიყენება სპეციალურ ქვაბებში. ასევე ხარისხიან საწვავ მასალას წარმოადგენს ხე-ტყის დახერხვის პროცესში წარმოქმნილი მშრალი ნახერხი და სხვა ნარჩენები.         

   

 

 

 

 

 

 

 

სურ. 2        

სოფლის მეურნეობის ნარჩენები

სასოფლო-სამეურნეო მოსავლის ნარჩენების შემაგროვებელი ტექნიკა განსხვავდება შესაგროვებელი კულტურის მიხედვით. პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება მარცვლეულის  ჩალის დამზადების შემდეგი ტექნოლოგიები:
-    ნაკადური. მარცვლეულის ამღები კომბაინის მიერ დაქუცმაცებული ჩალა  გროვდება საცვლელ მისაბმელში, რის შემდეგაც გაიტანება სასაწყობო ადგილებში (სურ. 3).

 

 

 

 

სურ. 3

გორგოლაჭური. კომბაინის მეშვეობით (სურ.4) ჩალა დალაგდება გორგოლაჭისებურად, რის შემდეგაც მწნეხავ-ამკრეფის მიერ ხდება მისი მკვრივ ტუკებად ფორმირება (სურ. 5).  

                                                 

                         სურ. 4   და 5                                                                                                                     

მუნიციპალური ნარჩენები

მუნიციპალური (საყოფაცხოვრებო მყარი) ნარჩენების შეგროვება ხორციელდება ტერიტორიის სანიტარული დასუფთავების ტრადიციული სქემებიდან ერთ-ერთით:
-    საცვლელი კონტეინერების გამოყენებით. იგი გულისხმობს მოსახლეობისგან ნარჩენების წინასწარ მიღებას მცირეფართობიან მოედნებზე განთავსებულ კონტეინერებში. ამგვარად შეკრებილი ნარჩენების გატანა ხდება კონტეინერმზიდით, კონტეინერთან ერთად, ამასთან მის ადგილას დაიდგმება ცარიელი კონტეინერი.
-    არასაცვლელი კონტეინერების გამოყენებით. წინა სქემის ანალოგიურად, ნარჩენები გროვდება კონტეინერებში, საიდანაც ის გადაიტვირთება ნაგვის სატვირთო მანქანაში, ხოლო კონტეინერი დაბრუნდება თავის ადგილზე (სურ. 6). 

 

 

 

 

 

 

 

 

        სურ. 6