სოფლის მეურნეობა

ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურა იძლევა ნარჩენს  რომელიც შესაძლოა გამოყენებულ-იქნას ენერგეტიკული დანიშნულებით.  ნარჩენები შესაძლოა მოიცავდეს:

  • სასოფლო-სამეურნეო მოსავლის ნარჩენები, როგორიცაა ჩალა და ჩერჩო
  • ცხოველთა სასუქი და სუსპენზია
  • ცხოველთა სკორე და ა.შ.

ენერგეტიკული მახასიათებლების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასა განსაკუთრებით ღირებულია. მისი თბოუნარიანობა ქვანახშირის თბოუნარიონობას აღემატება და წარმატებით გამოიყენება სათბობად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ენეგრეტიკული მიზნებით გამოყენებადი ნარჩენი მიიღება როგორც სოფლის მეურნეობის ერთწლიანი (სიმინდი, მზესუმზირა, ქერი, ლობიო, ხორბალი, შვრია ა შ.) ასევე მრავალწლიანი მცენარეებისგან (ვაზის ნასხლავი, ხეხილის ნარჩენები (ვაშლი, მსხალი, ატამი), თხილის ნარჩენები,  დაფნა)
ნარჩენების გამოყენების შემთხვევაში მთავარი კითხვაა, თუ რა რაოდენობის ნარჩენი შეიძლება იქნას ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენებული, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ნიადაგის ნაყოფიერებას. განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, ნარჩენების დაახლოებით 35% შეიძლება იქნას ათვისებული ისე, რომ არ დაზიანდეს მიწის ფენა და საფრთხე არ შეექმნას მცენარეების შემდგომ ზრდას.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ტენიანობისა და წყლის შემცველობის მაჩვენებლი, რაზეც დამოკიდებულია ბიომასის თბოუნარიანობა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კულტურას განსხვავებული თბოუნარიანობა ახასიათებს. მაგალითად, წალამის თბოუნარიანობა არის 18.4 მჯ/კგ, თხილის ნაჭუჭის 18,7მჯ/კგ, დაფნის 19 მჯ/კგ, ხორბლის 17 მჯ/კგ, სიმინდის 17.7 მჯ/კგ, მზესუმზირის 15.8 მჯ/კგ და ა.შ.