კვლევები

ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის საველე კვლევა საქართველოში

ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე

ბიომასის საწვავის გამოყენებით გადარჩენილი ტყის მიერ შთანთქმული CO2-ის რაოდენობა

ბიომასის საწვავის გამოყენებით გადარჩენილი ტყის მიერ შთანთქმული CO2-ის რაოდენობის გამოთვლა საქართველოსთვის. მონაცემები მიახლოებითი და საშუალოა.მომზადებულია ბატონი კობა ჩიბურდანიძისა და ბატონი გიორგი მუხიგულიშვილის (WEG) -მიერ.

ტყის და სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება საქართველოში

აღნიშნული ანგარიში ეხება ტყის და სოფლის მეურნეობის ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის პირველად შესწავლას და შეფასებას საქართველოში.  კვლევის მიხედვით, საქართველოში ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული მიზნით გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. შესწავლილია ხეხილის, ვაზის, თხილის, დაფნის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, მზესუმზირის, ლობიოსა და შვრისს ნარჩენი ბიომასის რაოდენობა და ენერგეტიკული პოტენციალი და იდენტიფიცირებულია ის რეგიონები, სადაც კონკრეტული კულტურის შედარებით მაღალი მოსავლიანობაა.  ცალკე არის აგრეთვე დათვლილი და გაანალიზებული ტყის მოვლითი და სანიტარული ჭრების შედეგად და ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების საქმიანობის შედეგად წარმოშობილი ნარჩენების რაოდენობა და ენერგეტიკული პოტენციალი. კვლევა 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მიერ.