თხევადი ბიოსაწვავი

ბიოდიზელი წარმოადგენს ბიოსინთეზურ საწვავს, რომელივ მიიღება მცენარეული ზეთების ეთერიფიკაციით. ნახ. 1-ზე მოცემულია მცენარე რაფსისაგან ბიოდიზელის წარმოების ტექნოლოგიური სქემა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნახ. 1

საწყისი ნედლეული - რაფსის თესლი შედის ზეთგამწურავში, სადაც ზეთი გამოეყოფა რაფსის შროტს. ეს უკანასკნელი გამოიყენება საქონლის კომბინირებული საკვების წარმოებაში. გამოყოფილი რაფსის ზეთი გადაეცემა ეთერიფიკაციის დანადგარს, რომელშიც რაფსის ზეთს დაემატება მეთანოლი, შეფარდებით 9:1, და მცირე რაოდენობის ტუტე კატალიზატორი. ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მეთილის ეთერი (ბიოდიზელი), აგრეთვე თანამდევი პროდუქტი - გლიცერინი, რომლებიც საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე გაივლიან გაწმენდის პროცესს. 
საილუსტრაციოდ, სურათ 2-ზე წარმოდგენილია ბიოდიზელის მწარმოებელი მინი-ქარხნის ზოგადი სქემა.  

 

 

 

 

 

 

სურ. 2

რაფსის თესლი ტრანსპორტიორით მიეწოდება გამწურავ წნეხს 7, საიდანაც ზეთი შედის სალექარ-საწმენდში 9. აქ ზეთი განთავისუფლდება ლექისაგან, რომელსაც ტუმბო დააბრუნებს წნეხში დამატებითი გაწურვისათვის. წინასწარ გაწმენდილი ზეთი სალექარი 9-დან, ფოსფატებისგან სრული გაწმენდის მიზნით, გადაიტუმბება ფილტრ-წნეხ 6-ში, ხოლო შემდეგ სუფთა ზეთის შემკრებ 8-ში, რომელშიც კიდევ ერთხელ გაიწმინდება აბსორბენტით და გათბება საჭირო ტემპერატურამდე. ეს ზეთი მიეწოდება რეაქტორ 1-ს, რომელშიც ასევე გადაიტუმბება ავზი 2-დან მეთანოლის და კატალიზატორის ნარევი. რეაქტორში მიმდინარეობს ზეთის ეთერიზაციის პროცესი. წარმოქმნილი ზეთის ეთერი სეპარატორ 13-ში საბოოოდ გაიწმინდება წყლისა და მექანიკური მინარევებისაგან. მიღებული ბიოდიზელი მზადაა საწვავად გამოყენებისათვის.

ბიოეთანოლის წარმოება

ბიოეთანოლი წარმოადგენს თხევად საწვავს, რომელიც მიიღება შაქრის და კრახმალის შემცველი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავებით. ნახ. 3-ზე ერთადაა მოცემული ბიოეთანოლის წარმოების ორი ძირითადი მეთოდის - სველი  და მშრალი დაფქვით - პრინციპიალური ტექნოლოგიური სქემა. 

 

 

 

 

 

 

 

ნახ. 3

სველი დაფქვის ტექნოლოგიის გამოყენებისას წინასწარ გასუფთავებული და დარბილებული საწყისი ნედლეული  (მარცვლეული) დაიფქვება და მოხდება მიღებული მასის სეპარაცია, მისგან ემბრიონის მოცილების მიზნით (ეს უკანასკნელი გამოიყენება საქონლის საკვების დანამატების წარმოებაში). დარჩენილი ხსნარი გაივლის მეორე, უფრო წვრილად დაქუცმაცების პროცესს და განმეორებით სეპარაციას, რის შედეგადაც მიღებული კრახმალის ხსნარი გადავა ჟელატინიზაციის სტადიაზე. შემდეგ ეტაპზე ამ ხსნარს დაემატება გაშაქრიანების ფერმენტები, აგრეთვე საფუარი, რის შედეგადაც მოხდება ეთანოლის წარმოქმნა. დისტილირების პროცესში ეთანოლი გაიწმინდება თანმდევი მინარევებისაგან, ხოლო გაუწყლოების სტადიაზე ის განთავისუფლდება ნარჩენი წყლისაგან. საბოლოო პროდუქტის მისაღებად, დენატურაციის პროცესში ეთალონს დაემატება 2-5% ბენზინი.  
მშრალი დაფქვის ტექნოლოგიაში, საწყისი ნედლეულის პირველი დაფქვის შემდეგ წარმოებულ  მასას გახსნიან წყალში. მიღებული ნარევის ჟელატინიზაციის სტადიაზე გადასვლის შემდეგ ბიოეთანოლის წარმოების პროცესი მიმდინარეობს სველი დაფქვის ტექნოლოგიის ანალოგიურად.