თხევადი ბიოსაწვავი

თხევადი ბიოსაწვავი მზადდება ისეთი ბიომასისგან რომელთაც  აქვთ ბენზინის, დიზელის და ნავთობპროდუქტებით დამზადებული სხვა საწვავების მსგავსი მახასიათებლები. ორი ყველაზე გავრცელებული თხევადი ბიოსაწვავი არის ბიოეთანოლი და ბიოდიზელი. მსოფლიო სატრანსპოტრო სექტორის საწვავზე მოთხოვნის დაახლოებით 3% კმაყოფილდება ამ ორი ბიოსაწვავით  რომლის დასამზადებლადაც გამოიყენება მსოფლიოს სახნავი მიწის 2-3%. ბიოეთანოლი (ეს ალტერნატიული საწვავი წარმოადგენს ჩვეულებრივ ეთილის სპირტს, ხოლო “ბიო” ნიშნავს, რომ მას იღებენ მცენარეული ნედლეულისგან) მიიღება მცენარეული ნედლეულისგან, როგორიცაა შაქრის ლერწამი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი, სიმინდი, კარტოფილი და ასევე სხვა სოფლის მეურნების პროდუქტები. ბიოდიზელი მზადდება ბოსტნეულის ზეთისგან, რომელიც მიიღება სოიოსგან, პალმის თესლიგან, ან ასევე შეიძლება ცხოველური ცხიმისგან ან ნარჩენი ზეთებისგან. ბიოდიზელის მიიღება ხდება ქიმიური პროცესის გამოყენებით.  ამ ორი ბიოსაწვავის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ მათ შეიძლება ჩაანაცვლონ საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანსპორტის სექტორში (რაც შეამცირებს სათბური გაზების გამოყოფას) და ამისათვის საჭიროა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება მანქანების კონსტრუქციაში და საწვავის დისტრიბუციის ასრებულ  ინფრასტრუქტურაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბიოეთანოლის და ბიოდიზელის წარმოება კონკურენციას უწევს საკვების წარმოებას იმ გაგებით, რომ ის ნედლეული რაც შეიძლებოდა საკვებად გამოყენებულიყო, მოიხმარება ამ საწვავის საწარმოებლად. შესაბამისად მიწა და წყალი, რომლებიც არის შეზღუდული რესურები, მოაკლდება საკვების წარმოებას რათა მოხდეს ბიოეთანოლის და ბიოდიზელის მიღება. ასევე დასაფიქრებელი საკითხია ბიომრაალფეროვნების შენარჩუნება და მნიშვნელოვანი ცვლილებები მიწის გამოყენებაში. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების დაცვა რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თხევადი ბიოსაწვავის წარმოება არის მდგრადი და მინიმუმამდეა დაყვანილი ეს უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და სოციუმზე. 
რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ისეთი თხევადი ბიოსაწვავის განვითარებისთვის, რომელიც დამზადდება არა საკვები პროდუქტებით, არამედ ცელულოზური ბიომასით, როგორიცაა: ხე, ჩალა, ნარჩენები სასოფლო და სატყეო მეურნეობიდან, სწრაფად მზარდი მცენარეები და სხვა. ასეთი ნედლეულის გამოყენება თხევადი ბიოსაწვავის საწარმოებლად საჭიროებს უფრო ძვირადღირებული თანამედროვე ტექნოლოგიებით გადამუშავებას. სანაცვლოდ კი ამცირებს სათბური გაზების გამოყოფას და ნედლეულის ფასი არის უფრო სტაბილური. ჯერ-ჯერობით თხევადი ბიოსაწვავის ფასი არის მაღალი, თუმცა მიმდინარე კვლვევების და პროექტების შედეგად ივარეუდება ტექნოლოგიების ეფექტურობის გაზრდა და ბიოსაწვავის ფასის შემცირება
ბიოდიზელის წარმოება 1970 წლიდან დაიწყო, თუმცა ბოლო ათ წელიწადში მოხდა მისი წარმოების სწრაფად განვითარება და მოცულობის ექვსჯერ ზრდა.